ავტორი:

ლიზა ბონეტისთან დაშორების შემდეგ, ჯეისონ მომოა ფურგონში ცხოვრობს - რა ფოტოები ვრცელდება პრესაში

ლიზა ბონეტისთან დაშორების შემდეგ, ჯეისონ მომოა ფურგონში ცხოვრობს - რა ფოტოები ვრცელდება პრესაში

დასავლური ყვითელი პრესის ინფორმაციით, "აკვამენის“ ვარსკვლავი ჯეისონ მომოა ლიზა ბონეტისთან განქორწინების შემდეგ, დეპრესიაშია და ის გარკვეული დროით განმარტოებას ამჯობინებს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, განქორწინების შემდეგ მომოა ფურგონში ცხოვრობს და მან მოკრძალებული ცხოვრება აირჩია.

ჯეისონს ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად აქვს მარტოხელა მამაკაცის სტატუსი და ამბობენ, რომ ეს მსახიობისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ფურგონი მუდმივ საცხოვრებლად აირჩია მომოამ, თუ იქ მცირე პერიოდით აპირებს დარჩენას.

  • ფოტოები, სადაც "სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის ცხოვრების ახლებური სტილია აღბეჭდილი, გამოცემა The sun-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით, მსახიობი ამჯობინებს მშვიდ, წყნარ გარემოში ყოფნას, ძირითადად დროს მარტო, სრულ სიჩუმეში ატარებს.

მომოას, რომელიც ჰავაიზე გაიზარდა, არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ სურდა ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება.

ცნობისთვის, მომოა და ლიზა ბონეტი 17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ოფიციალურ ქორწინებაში ისინი დაახლოებით, 5 წელი იყვნენ.

განშორების შესახებ ჯეისონმა და ლიზამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. "ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ცვლილებებს ამ ტრანსფორმაციულ დროში. ცვლილებები შეუქცევადია. ახალი ამბავი გვაქვს - ქორწინებაში ჩვენი გზები გაიყო", - ნათქვამია განცხადებაში. ჯეისონ მომოა ამბობს, რომ მართალია, ქორწინება დასრულდა, მაგრამ მათი სიყვარული გრძელდება. "ჩვენ ახლა უბრალოდ ვათავისუფლებთ ერთმანეთს“, - დასძენს მსახიობი. წყვილს ჰყავს 14 წლის გოგონა, ლოლა, 13 წლის ვაჟი, ნოკოა.

2019 წელს Esquire-თან ინტერვიუში მომოამ თქვა, რომ ლიზა ბონეტი მისი ბავშვობის სიყვარული იყო. "ბავშვობაში ის ჩემი კუმირი იყო და მასზე შეყვარებული ვიყავი“, - ამბობდა ჯეისონი.

ჰოლივუდში მიიჩნევდნენ, რომ ჯეისონისა და ლიზას სიყვარულმა დროს გაუძლო და მათ ურთიერთობას მედიაში ყველაზე მყარს უწოდებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 17-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზი.