ავტორი:

"გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი " - რატომ დაუპირისპირდნენ ფხაკაძე და გიორგი ღოღობერიძე ერთმანეთს?

"გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი " - რატომ დაუპირისპირდნენ ფხაკაძე და გიორგი ღოღობერიძე ერთმანეთს?

ექიმ გიორგი ღოღობერიძესა და ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება გრძელდება. ყველაფერი დეკემბერში დაიწყო, როდესაც ოფიციალურ გვერდზე გიორგი ღოღობერიძემ ლაივი გამოაქვეყნა, რომელშიც ომიკრონის შესახებ დამაიმედებლად ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ 2022 წლისკენ შესაძლოა კოვიდი ისე აქტიურად აღარც ვახსენოთო.

ლაივი პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გაიზიარა და კოლეგა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია იყო მცდარი:

"რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე… იმედია, ვცდები… არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ლინკი. კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის? საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?! მოკლედ, რა… დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით. გაზიარებული ინფორმაცია არის misleading (მცდარი). იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.

ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს…ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.

P.S. ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები …” - ამბობდა გიორგი ფხაკაძე.

დღეს, ჯანდაცვის ექსპერტმა მორიგი ინფორმაცია გაავრცელა, მისი თქმით, კოვიდგადატანილი მამაკაცების დაახლოებით 37%-ში სპერმის ხარისხი მცირდება და გამრავლების პრობლემას ქმნის. "ეს არის მწარე ფაქტი", - წერს ის.

ამის შემდეგ გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში კიევ ერთი პოსტი დაწერა.

"აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.

მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება...“ - წერს ღოღობერიძე.