ავტორი:

"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი

"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი

დაზარალებულისა და მისი მეგობრების განმარტებით, ძალადობრივი ქმედება მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ, - ამის შესახებ მეტროში არასრულწლოვნის, შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის ქონის შემთხვევაში, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ამ ეტაპზე არაადამიანური მოპყრობით გვაქვს ბრალდება წარდგენილი და თუ შესაბამისი საფუძველი იქნება, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რა თქმა უნდა, გადაკვალიფიცრდება," - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.