ავტორი:

"შევთანხმდით ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე" - რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ ზელენსკიმ

"შევთანხმდით ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე" - რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ ზელენსკიმ

აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. დეესკალაციის მიზნით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგას სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - წელს ზელენსკი.

შეგახსენებთ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ