ავტორი:

ილონ მასკის კომპანიის მიერ კოსმოსში გაშვებული რაკეტა მალე მთვარეს შეეჯახება - რას ამბობენ ასტროფიზიკოსები

ილონ მასკის კომპანიის მიერ კოსმოსში გაშვებული რაკეტა მალე მთვარეს შეეჯახება - რას ამბობენ ასტროფიზიკოსები

ილონ მასკის კოსმოსური საძიებო კომპანიის, Space X-ის მიერ 2015 წელს კოსმოსში გაშვებული რაკეტა, მალე მთვარეს შეეჯახება და აფეთქდება.

Falcon 9-ს მისიის დასრულების შემდეგ აღარ ჰქონდა საკმარისი საწვავი დედამიწაზე დასაბრუნებლად. ასტრონომი ჯონათან მაკდაუელი BBC-სთან ამბობს, რომ ეს იქნება უკონტროლო რაკეტის პირველი შეჯახება მთვარესთან, რომელსაც ასტროფიზიკოსები აღწერენ.

რაკეტა კოსმოსში 2015 წელს გაგზავნეს და მას შემდეგ, რაც შეასრულა მისია - გამოაგზავნა ინფორმაცია კოსმოსური ამინდის შესახებ, ის უკან ვეღარ დაბრუნდა. ეს იყო ილონ მასკის კოსმოსური ძიების პროგრამის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ ადამიანების სხვა პლანეტაზე ცხოვრებას ისახავს მიზნად.

"რაკეტაზე მოქმედებდნენ დედამიწის, მთვარისა და მზის გრავიტაციის ძალები და ის ქაოსურად მოძრაობდა. ის მკვდარია - უბრალოდ, გრავიტაციის კანონებს მიჰყვება.

ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, კოსმოსში 50-მდე ასეთი ობიექტი იყო, მაგრამ ჩვენ მათი კვალი დავკარგეთ. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა - რაკეტის მთვარესთან შეჯახება, ადრეც მომხადარა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ. ახლა კი ეს იქნება პირველი დადასტურებული შემთხვევა“ - განმარტავს ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის პროფესორი მაკდაუელი.

მეცნიერთა თქმით, რაკეტა მთვარეს 4 მარტს შეეჯახება და მაშინვე აფეთქდება. მათივე შეფასებით, ის მთვარის ზედაპირზე პატარა ხელოვნურ კრატერს დატოვებს.

წყარო: BBC.com