ავტორი:

ბრედ პიტის ახალი სიყვარული? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავისა და შვედი მომღერლის რომანის შესახებ წერს

ბრედ პიტის ახალი სიყვარული? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავისა და შვედი მომღერლის რომანის შესახებ წერს

ბრედ პიტმა, ანჯელინა ჯოლისთან და დაშორების შემდეგ ახსენა, რომ სერიოზული ურთიერთობა სურდა, მაგრამ გაცნობის პროცესი "ეზარებოდა". წინა კვირას, ჰოლივუდის ვარსკვლავი შვედ მომღერალ Lykke Li-სთან ერთად, რესტორანში ნახეს.

მომღერალი 35 წლისაა და ბრედზე 23 წლითაა უმცროსი. ამასთან ერთად, ის ბრედ პიტის მეზობელიც კია - ლოს ანჯელესში მსახიობის სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე ცხოვრობს.

ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ, წყვილი ერთმანეთს ზაფხულის შემდეგ ხვდება, მაგრამ ახერხებენ, რომ პაპარაცებს და ჟურნალისტებს ხელიდან დაუძვრნენ. ამიტომაც, აქამდე არ გამჟღავნებულა მათი ურთიერთობა.

როგორც გამოცემ The Sun წერს, გასულ კვირას წყვილი ერთ-ერთ რესტორანში, Mother Wolf-ში ნახეს ერთად. მსახიობის რამდენიმემილიონიან სასახლესთან შედარებით, მომღერალი ქალი შედარებით მოკრძალებულად, ორსაძინებლიან სახლში ცხოვრობს, 6 წლის ვაჟთან ერთად.

პირად ცხოვრებაში არეულობა არც მისთვისაა უცხო: ყოფილ მეუღლესთან, რომელიც მისი პროდიუსერიც იყო, ხშირად კამათობდა და როგორც თავად ყვება, ხმის ჩამწერი სტუდიიდან ყოველდღე ტირილით გარბოდა.

ბრედისა და Lykke Li-ს ურთიერთობაზე არის კიდევ მეორე წყარო, რომელიც გამორიცხავს მათ ერთად ყოფნას და ამბობს, რომ წლებია მათ ერთმანეთი არ უანხავთ და ამატებს, რომ ბრედი ცნობილ სახესთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

წყარო:thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა