ავტორი:

როდის უნდა შევამოწმოთ ავტომობილის სავალი ნაწილი?

როდის უნდა შევამოწმოთ ავტომობილის სავალი ნაწილი?

სავალი ნაწილი ავტომობილის ღერძია და მისი დაზიანება სხვადასხვა გარემო პირობების გამო საკმაოდ ხშირია. ავტომფლობელების დიდი ნაწილი სავალი ნაწილის რეგულარულ და დროულ მოვლას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, ამიტომ ხშირად ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გაზრდილი ვიბრაცია სალონში, კაკუნი სუსპენზიაზე, მართვის გართულება და სხვა.

არადა, სპეციალისტები უსაფრთხო მგზავრობისთვის ავტომობილების შემოწმებას გვირჩევენ და მათ შორის სავალი ნაწილი ერთ-ერთი პირველია. სავალი ნაწილის შემოწმებასა და უსასრულო გარანტიით სარგებლობაზე „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი - თენგიზ ლელუჩაშვილი საუბრობს.

რას გულისხმობს და რა შემთხვევებში ვრცელდება სავალი ნაწილის დეტალების უსასრულო გარანტია?

თენგიზ ლელუჩაშვილი: „როგორც უკვე ვახსენე, 2022 წლიდან „თეგეტამ“ კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე მოუმზადა მომხმარებლებს, რაც სავალი ნაწილის დეტალების უსასრულო გარანტიას გულისხმობს. გასულ წელს გარკვეულ ბრენდებზე ვრცელდებოდა გარანტია, ახლა კი ნებისმიერი ბრენდისა და სავალი ნაწილის დეტალის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი უსასრულო გარანტიას მიიღებს. შენაძენიდან რამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული, ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, ბრენდისა და საგარანტიო შკალის გათვალისწინებით მოხდება ნაწილის შეფასება და ზარალის 100%-მდე ანაზღაურება.

უსასრულო გარანტიით სარგებლობისას, არ აქვს მნიშვნელობა, სერვისის მიღების დროს, უშუალოდ მომხმარებელი იქნება ადგილზე თუ ის თეგეტას დისტანციური სერვისებით ისარგებლებს.“

ვრცელდება თუ არა გარანტია აკუმულატორის ან ზამთრის საბურავების შეცვლაზე?

თენგიზ ლელუჩაშვილი: „ჩვენ უპრეცედენტო შეთავაზება გვაქვს პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების აკუმულატორებსა და საბურავებზე. უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე, Varta-ს, Fiamm-ის და BEX-ის ბრენდების აკუმულატორებზე.

საინტერესოა, პროდუქტების გარდა სერვისებზეც თუ ვრცელდება გარანტია „თეგეტაში“?

თენგიზ ლელუჩაშვილი: „უსასრულო გარანტია „თეგეტა მოტორსში“ ჩვენი მექანიკოსების მიერ შესრულებულ ნებისმიერ სამუშაოზე ვრცელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისცენტრებში პროცესები ავტომობილების მწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. სერვისის ხარისხი, რომელსაც თეგეტას მომხმარებელი იღებს მაღალია. შესაბამისად, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მექანიკოსების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. ხარისხიანი სერვისის მიღებისას, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ნაწილებიც.

"თეგეტა მოტორსი“ მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელია და როგორც გითხარით, ახლა უკვე უსასრულო გარანტია სავალი ნაწილის დეტალების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ გამართული ავტომობილის ყოლა ახლა უფრო მარტივია.“

და ბოლოს, როგორ მივხვდეთ რომ სავალი ნაწილის დიაგნოსტიკაა საჭირო?

თენგიზ ლელუჩაშვილი: ზოგადად, სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა პერიოდულად აუცილებელია, მითუმეტეს, რომ მასზე გარემო პირობები ახდენს გავლენას. თუმცა არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აუცილებელია თქვენი ავტომობილი სერვისცენტრში მიიყვანოთ. სავალი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში:

• გაუმართავ გზაზე მართვისას საჭის ვიბრაცია იგრძნობა;

• დამუხრუჭებისას მანქანის წინა ნაწილი წინ იხრება;

• ავტომობილი ირწევა მართვის დროს;

• სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური ისმის;

• საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა ფიქსირდება;

მნიშვნელოვანია ავტომფლობელმა უსმინოს მანქანას და გაითვალისწინოს პროფესიონალთა რჩევები, ხარისხიანი სერვისის და ნაწილებზე უსასრულო გარანტიით სარგებლობაზე კი თეგეტა მოტორსი იზრუნებს.“

R