უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაგვიანებული სანქციების დაწესების აზრს ვერ ხედავს.
"როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან კითხულობ: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ... თუ ასეა, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები "მოგვიანებით?"- აღნიშნა ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მისი თქმით, სანქციები არა უკრაინის გამო, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში ფართომასშტაბიანი აგრესიის შესაჩერებლად წესდება.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება. მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს "შემდეგ", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მისი შეფასებით, მსგავსი საქციელი უსამართლოა.