ავტორი:

"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების გასამთლიანებლად, პოზიტიურია" - დეგნანი  პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების გასამთლიანებლად, პოზიტიურია" - დეგნანი  პრეზიდენტის ინიციატივაზე

ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია პოლარიზაციის შესამცირებლად და საზოგადოების გასამთლიანებლად ძალიან პოზიტიურია და ჩემი აზრით, ეს არის ის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი ინიციატივის საშუალებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას და მის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს.

„ქართველებმა ბოლო წლების განმავლობაში იხილეს, თუ როგორ პარალიზებას იწვევს ქვეყანაში ღრმა პოლარიზაცია. ბევრი რამის პროგრესი ფერხდება, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც ქვეყანა დგას, მათ შორისაა კოვიდ პანდემია, ეკონომიკური გაჯანსაღება. ასე რომ ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია პოლარიზაციის შესამცირებლად და საზოგადოების გასამთლიანებლად, ძალიან პოზიტიურია და ჩემი აზრით, ეს არის ის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი ინიციატივის საშუალებით. იმედი მაქვს, საზოგადოების სხვადასხვა სექტორი ითანამშრომლებს მასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას,“- აღნიშნა ელჩმა.