ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება..." - "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს და "აქტიურ პოლიტიკურ სეზონს" აანონსებს

"მივიღეთ გადაწყვეტილება..." - "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს და "აქტიურ პოლიტიკურ სეზონს" აანონსებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გააქტიურებას და აქციებს აანონსებს. როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პარტია ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 12:00 საათზე წარადგენს.