გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე მივიდა. მისი თქმით, ჯერჯერობით მომხარზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
“როგორც გავიგე, გარდაცვლილია 5 ადამიანი, აქედან 3 არასრულწლოვანია. მეც ახლა ვერკვევი ვითარებაში. მოვედი, რომ მაქსიმალური გვერდზე დგომა გამოვუცხადო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს”,- განაცხადა ზარნაძემ.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა უხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.