ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერ რაკეტა გამოსცადა. BBC-ის ინფორმაციით, რაკეტა ადგილობრივი დროით 07:52 საათზე გაუშვეს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

მათივე თქმით, ეს ბოლო 1 თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების მე-7 გამოცდაა.

ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდაცვას გააძლიერებს და ყველა დროებით შეჩერებული საქმიანობის განახლებას აპირებს.