ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 69 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 987 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 265 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 162 773.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.24%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 001 275.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც:

5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 191, აჭარაში - 735, იმერეთში - 1 089.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 143, იმერეთში - 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 46, იმერეთში - 27.

2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 639 - აჭარაში.

139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.