ავტორი:

"ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა" - პრემიერის ცოლის ძმა ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის "ნაჩუქარი ტყის" კადრებს ასაჯაროებს

"ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა" - პრემიერის ცოლის ძმა ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის "ნაჩუქარი ტყის" კადრებს ასაჯაროებს

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის, ნუნუკა თამაზაშვილისთვის ტყის ჩუქების საკითხს.

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში პრემიერის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ეხმიანება:

"დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ე.წ-მა “ტყის ჩუქებამ." საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა..

რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ხის მოჭრა.

პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.

საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამდვილია პროტესტი იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას მხოლოდ 2009 წელს 3000 ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს, გაჩეხვის და ეკონომიური სარგებელის მიღების მიზნით….

P.S. ვიდეოში მონიშნულია“ნაჩუქარი ტყე” - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

ნახეთ ვიდეო: