ავტორი:

მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი მსახიობი, ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულად იყო შეფასებული და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ კურავლიოვს აქვს სერიოზული დრამატული როლები, ის მაინც ცნობილია თავისი როლებით კომედიური ჟანრის ფილმებიდან. ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი შექმნა რეჟისორ გიორგი დანელიას ფილმში "აფონია."

ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, "მიმინო“ და სხვები.