ავტორი:

"რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტარმდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა" - ირაკლი კობახიძე

"რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტარმდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა" - ირაკლი კობახიძე

"რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტარმდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა მეუღლეს ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობაში გადასცა.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი "თითიდან გამოწოვილია“.

"რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა. ეს არის მოკლედ, დეტალებთან დაკავშირებით. აქედან ჩანს ის, რომ სასაუბრო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთი თითიდან გამოწოვილი თემებია“, - აღნიშნავს კობახიძე.

შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ამავე ინფორმაციით, ტყე, კოხტას თავზე, რომელიც მას ნახევარი 49 წლით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის სახლის გაგრძელებაა. ტყით სარგებლობაში ოჯახი 6225,9 ლარს გადაიხდის.