ავტორი:

"ვინაიდან წინა არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

"ვინაიდან წინა არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"სამი მანდატის შეწყვეტის საკითხი განიხილება და სამივეზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შედგება და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს კობახიძე.

რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის საკითხს, კობახიძის შეფასებით, „არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა“ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"სავარაუდოდ, სამშაბათს განიხილება ეს საკითხი პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ წინა არჩევნებზე ცესკომ ძალიან გამართულად იმუშავა, ალბათ ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით“,-აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება ცესკოს თავმჯდომარესა და ე.წ. პროფესიულ წევრებს აირჩევენ.

ამავე სხდომაზე პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და უყრის კენჭს.