ავტორი:

"სამწუხაროდ, გვაქვს "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევებიც" - ამირან გამყრელიძე

"სამწუხაროდ, გვაქვს "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევებიც" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევები დადასტურდა.

"კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის "ომიკრონის" მაჩვენებელი უკვე 90% -ს აღწევს და როდესაც ამდენი დადებითი შემთხვევაა, თავისთავად, სამწუხაროდ, გვაქვს "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევებიც" - განაცხადა AMBEBI.GE -სთან ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა "ომიკრონით", მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები.