ავტორი:

"გარკვეული ნიშნები არის, რომ რუსები დაინტერესებულები არიან, ჩაერთონ ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადების განხილვაში" - ვიქტორია ნულანდი

"გარკვეული ნიშნები არის, რომ რუსები დაინტერესებულები არიან, ჩაერთონ ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადების განხილვაში" - ვიქტორია ნულანდი

"გარკვეული ნიშნები არის, რომ რუსები დაინტერესებულები არიან, ჩაერთონ ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადების განხილვაში" – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა cbsnews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს კვლავ გამართავენ.

“რუსეთს დიპლომატიური წინადადება გავუგზავნეთ. მოვისმინეთ გარკვეული ნიშნები, რომ რუსები დაინტერესებულები არიან ამ წინადადების განხილვაში ჩართვით. მდივანი ბლინკენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, სავარაუდოდ ამ კვირაში, მოლაპარაკებებს გამართავენ. ჩვენ გვინდა ამ საკითხების მოგვარება დიპლომატიური გზით, შეიარაღების კონტროლით. პუტინმა საკუთარ თავს ეს ვარიანტი მისცა, მაგრამ მან ასევე მისცა საკუთარ თავს შეჭრის განხორციელების ვარიანტიც. ამიტომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვისაც,“- აღნიშნა ნულანდმა.