ავტორი:

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ დროისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამართალდამცავები ბათუმის მერიის კაბინეტთან რჩებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ.

"ბათუმის მოსახლეობის 60 პროცენტმა მხარი ჩვენ დაგვიჭირა, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ბათუმის მერია უნდა აკონტროლოს. ხდება ბიუჯეტიდან თანხების მითვისება, კორუფცია, უკონტროლო მშენებლობები, რომელზეც ბათუმის მერია არ რეაგირებს. არაერთი კითხვა გვაქვს არჩილ ჩიქოვანთან, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელები გამოგვიგზავნა, ეს პოლიცია სწორედ ბიძინას სამსახურშია, მათ არაფერი ესაქმებათ ბათუმის მერიაში. არ ვაპირებთ აქედან გასვლას, ველოდებით არჩილ ჩიქოვანს“, - აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.