ავტორი:

ჯაკარტა ჩაძირვის პირასაა - სად და როგორ აპირებს დედაქალაქის გადატანას ინდონეზიის ხელისუფლება: 24 - მილიარდიან გეგმას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს

ჯაკარტა ჩაძირვის პირასაა -  სად და როგორ აპირებს დედაქალაქის გადატანას ინდონეზიის ხელისუფლება: 24 - მილიარდიან გეგმას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა, რომელიც ჩაძირვის პირასაა, ძირძველი ტომებით დასახლებულ რეგიონში გადავა. ქალაქი აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში, ახლანდელი დედაქალაქისგან 2000 კმ-ის მოშორებით გადაინაცვლებს და მას ნუსანტარა დაერქმევა.

თავდაპირველად ქალაქის 10.5 - მილიონიანი მოსახლეობიდან 1.5 მილიონის გადასახლება იგეგმება, რადგან პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის დაახლოებით 95% წყალში ჩაიძირება. ტერიტორია, სადაც ინდონეზიის მომავალი დედაქალაქი უნდა გაშენდეს, ამჟამად ძირძველი ტომების 20 000-მდე წარმომადგენლითაა დასახლებული. ისინი იძულებული გახდებიან გზა დაუთმონ ქალაქის მშენებლობას, რომელსაც, სავარაუდოდ, ორი ათწლეული მაინც დასჭირდება.

თავდაპირველი გეგმით, ახალი ქალაქი უნდა ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა "სმარტ" ქალაქი, მაგრამ რამდენიმე დეტალი შეიცვალა. დედაქალაქის რელოკაცია 2022-2024 წლებში დაიწყება და სავარაუდოდ, 2045 წლისთვის დასრულდება. ნუსანტარაში აშენდება 150 - მეტრიანი საპრეზიდენტო სასახლე.

პირველად, დედაქალაქის გადატანის გეგმა ინდონეზიის პრეზიდენტმა 2019 წელს გამოაცხადა, მაგრამ კორონავირუსის გამო პროცესის დაწყების გადადება მოუწიათ.

ხელისუფლების გეგმებს "ძირძველი ხალხების გაერთიანება" ეწინააღმდეგება:

"პროექტი ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორიცაა მიწების კონფისკაცია და ძირძველი ხალხის კრიმინალიზაცია, როდესაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობენ. ასევე ისინი თავს მიწათმოქმედებით ირჩენენ და ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ისინი თავის რჩენის საშუალების გარეშე რჩებიან," - აცხადებს "ძირძველი ხალხების გაერთიანების" (AMAM)-ის დირექტორი, მუჰამედ არმანი.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა