ავტორი:

"არ ვაპირებთ უკან დახევას აშშ-ის მხრიდან სანქციების მუქარის გამო" - აშშ-ში რუსეთის საელჩო

"არ ვაპირებთ უკან დახევას აშშ-ის მხრიდან სანქციების მუქარის გამო" - აშშ-ში რუსეთის საელჩო

"დაძაბულობის გენერატორი არა მოსკოვი, არამედ ვაშინგტონია. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას აშშ-ის მხრიდან სანქციების მუქარის გამო" - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას თანამედროვე თავდასხმითი იარაღით ამარაგებს, რაც ახალისებს ვლადიმერ ზელენსკის ხელისუფლებას, დონბასის პრობლემა ძალის გამოყენებით გადაჭრან.

"სწორედ აშშ-მ წაახალისა კიევში რადიკალური ნაციონალისტური გადატრიალება, რის შედეგადაც ყირიმის მოსახლეობა განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ხმა მისცა რუსეთთან გაერთიანებას. სწორედ აშშ ამარაგებს უკრაინის ხელისუფლებას თანამედროვე თავდასხმითი იარაღით, რაც ახალისებს ვლადიმერ ზელენსკის მთავრობის სურვილს, დონბასის პრობლემა ძალის გამოყენებით გადაჭრას,“- აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

საელჩო ამ განაცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "ტვიტერის“ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა 2014 წელს უკრაინაში, სწორედ რუსეთი ახორციელებს ყირიმის ოკუპაციას, აკონტროლებს შეიარაღებულ ძალებს დონბასში და უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.