გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022” დასრულდა. ხალხმა და ჟიურიმ არჩევანი 15 ფინალისტს შორის გააკეთა.
გამარჯვებულები უკვე ცნობილია:
მკითხველის რჩეულია - ირაკლი არიშვილი
ჟიურის რჩეულია - ოლანი ბიწაძე
მკითხველის და ჟიურის ერთობლივი არჩევანია - ანუკი შატაკიშვილი
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ -ის მონაწილეებმა ნაწარმოების წარდგენიდან გამარჯვებამდე საკმაოდ რთული კონკურენცია გამოიარეს. გამოცდილი და კომპეტენტური ჟიურისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ათობით განსხვავებულ ნამუშევარში საუკეთესოების ამორჩევა.
კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ ჟიურის წევრები იყვნენ:
დიანა ანფიმიადი - მწერალი;
თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი;
ლექსო დორეული - ლიტერატურისმცოდნე, ფილოსოფოსი.
„პალიტრა L”-ის ლიტერატურულმა კონკურსმა არაერთი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც გაყიდვებით ტოპ წიგნების სიაში მოხვდა.
გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრებს გამომცემლობა „პალიტრა L“ 2022 წლის შემოდგომაზე გამოსცემს.