ავტორი:

"ჰარი პოტერში" რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა" - სანდრო რაქვიაშვილი რეზოლუციაზე

"ჰარი პოტერში" რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა" - სანდრო რაქვიაშვილი რეზოლუციაზე

"ჰარი პოტერში“ რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა, არასერიოზულია უბრალოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა.

მისი თქმით, ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ არ წერია რეზოლუციაში "რუსეთი".

"ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და ერთ- ერთს ვუჭერთ მხარს ისე, რომ მეორეს არ ვახსენებთ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. რუსეთი რომ ჩაწერილი ყოფილიყო, ნორმალური რეზოლუცია იქნებოდა, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა თანხმობა, მთელი იდეა იყო ეს, თუ ორი სიტყვის გამო არ შედგება ერთობა, აზრი ეკარგება ამას. ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ არ უნდა იყოს ჩაწერილი იქ რუსეთი, ვერც "ქართული ოცნებისგან" მოვისმინე, რატომ იყო ეს წაშლილი", - განაცხადა რაქვიაშვილმა.