ავტორი:

"ჩემთვის მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი - პარლამენტში ან ხარ, ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს" - გრიგოლ ვაშაძე

"ჩემთვის მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი - პარლამენტში ან ხარ, ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს" - გრიგოლ ვაშაძე

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა-გამოსვლა, ისევ შესვლა - პარლამენტში ან ხარ, ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს" - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებას.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მხარს დაუჭერს.

"როცა პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ ჩაბმული და ამომრჩეველს ხმებს სთხოვ, შემდეგ ამ ხმებს რეალიზაცია უნდა და 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის - ან გაქვს ან არ გაქვს. ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა ერთად უნდა მოქმედებდეს, რომ ის კრიზისი, რაც მინიმუმ 6 წელია მძვინვარებს საქართველოში პოლიტიკაში, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად გადავლახოთ,"- განაცხადა ვაშაძემ.