დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში პოლიტიკური კატასტროფა იქნება.
ჯონსონი ამბობს, რომ ჩვენ "მწარე რეალობის" წინაშე ვდგავართ. მისი თქმით, 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის საზღვარზე მობილიზება, არის უკრაინის მიმართ მტრობის ყველაზე დიდი დემონსტრირება.
მისი თქმით, რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში იქნება "პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ასევე "რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა".
ჯონსონმა რუსეთს მოუწოდა, „უკან დაიხიოს და ჩაერთოს დიპლომატიაში“.
პრემიერის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდება, თუ უკრაინაში რაიმე სახის შეჭრა მოხდება. ის დასძენს, რომ რუსულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინელები „გაუწევენ სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას“, თუ რუსეთი შეიჭრება.
პრემიერი ასევე დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ამზადებენ სანქციებისა და სხვა ზომების პაკეტს, „რომელიც ამოქმედდება იმ მომენტში, როგორც კი რუსეთი გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ეს არ კეთდება „რუსეთის მიმართ მტრობის ჩვენებისთვის, არამედ დემონსტრირებაა იმისა, რომ აგრესიის ფონზე ჩვენ მუდამ მხარს დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და უკრაინის სუვერენიტეტს“.
ბორის ჯონსონის შეფასებით, დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგომა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს.
მისი თქმით, პუტინს "იარაღი უჭირავს" და "ძირს უთხრის წინა ათწლეულების მიღწევებს" ასევე ცდილობს, "ევროპის უსაფრთხოების რუკა გადახაზოს".