ავტორი:

"სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე შეურაცხმყოფელი ფორმით... ვთხოვ, შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს" - თენგიზ ცერცვაძე

"სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე შეურაცხმყოფელი ფორმით... ვთხოვ, შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის "ფეისბუქ პოსტს" ეხმაურება.

როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, გოგაშვილმა ის შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენია. ცერცვაძე გოგაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

„ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუ გააზიარა და დაწერა, რომ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაა შესაქმნელი.

"მუშკეტერთაგანო", ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?"აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად"! - დაწერა გოგაშვილმა.