ავტორი:

მწვანე, მანათობელი სხეული თურქეთის ცაში - კოსმოსური სააგენტო: "ეს მეტეორი იყო"

მწვანე, მანათობელი სხეული თურქეთის ცაში - კოსმოსური სააგენტო: "ეს მეტეორი იყო"

ცაზე მწვანე შეფერილობის მანათებული სხეული თურქეთის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობამ ცხადად დაინახა.

საზოგადოებამ სოციალურ ქსელში არაერთი მოსაზრება დაწერა მწვანე მანათობლის შესახებ, გაჩნდა შეთქმულების თეორიებიც, წერდნენ, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები ეწვივნენ.

თურქეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით: "ეს მეტეორი იყო".

მათივე ცნობით, მეტეორს შესაძლოა, სხვადასხვა ფერი ჰქონდეს ქიმიური სტრუქტურის გამო, ამიტომაც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ მას მწვანე შეფერილობა ჰქონდა.

მწვანე მეტეორი თურქეთის დროით, 23:00 საათზე გამოჩნდა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სტამბოლში, იზმირში, ბურსაში, ჩანაქკალესა და ბალიკესირში.

ამ ეტაპზე მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია, კონკრეტულად სად ჩამოვარდა ის.

ნახეთ ვიდეო: