ავტორი:

ჰოლოკოსტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, ვუპი გოლდბერგი სამსახურიდან დაითხოვეს - რა თქვა მსახიობმა ABC-ის ეთერში

ჰოლოკოსტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, ვუპი გოლდბერგი სამსახურიდან დაითხოვეს - რა თქვა მსახიობმა ABC-ის ეთერში

ამერიკელი მსახიობი, ვუპი გოლდბერგი ABC-მ თოქშოუს The View-ს წამყვანის პოზიციიდან ორი კვირით გაათავისუფლა. საქმე ეხება გოლდბერგის მიერ ჰოლოკოსტთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებს.

მსახიობმა თქვა, რომ ჰოლოკოსტში მონაწილეობდა "თეთრკანიანთა ორი ჯგუფი.“ მისივე თქმით, ებრაელების გენოციდი მათ "რასას არ უკავშირდებოდა..“

ABC News-ის განცხადებით, გოლდბერგი ეთერში ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩნდება თავისი "არასწორი და მავნე კომენტარების გამო.“

მათივე განცხადებით, ვუპიმ ბოდიში მოიხადა, მაგრამ როცა ცდილობდა აეხსნა თავისი გამონათქვამები, უარესი ფრაზები თქვა.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ABC News-ის პრეზიდენტმა, კიმ გოდვინმა - "ვიმოქმედებთ დაუყოვნებლივ და ვუპი გოლდბერგს თავისი არასწორი და მავნე კომენტარის გამო ორი კვირით გავათავისუფლებთ. როდესაც ვუპიმ ბოდიში მოიხადა, მე ვთხოვე, დრო დაეთმო, დაფიქრებულიყო და გაეგო რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მის ამგვარ გამონათქვამებს. მთელი ABC სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ებრაელ კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახებსა და ებრაულ საზოგადოებას.

ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება არასოდეს არის მარტივი, მაგრამ აუცილებელია“, - წერს ის.