ავტორი:

"დაიანა მოულოდნელად სცენაზე ავიდა და საოცრად იცეკვა" - უცნობი ისტორია "ხალხის პრინცესას" შესახებ და იმედგაცრუებლი პრინცი ჩარლზი

"დაიანა მოულოდნელად სცენაზე ავიდა და საოცრად იცეკვა" - უცნობი ისტორია "ხალხის პრინცესას" შესახებ და იმედგაცრუებლი პრინცი ჩარლზი

"ნეტფლიქსის“ სერიალმა The Crown ახლებურად და განსხვავებულად წარმოგვიდგინდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება. სერიალის მეოთხე სეზონში მაყურებელმა პრინცესა დაიანას ცხოვრების ეპიზოდები იხილა.

სერიალში მოთხრობილი ამბები მიახლოებულია რეალურ ისტორიებთან. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი მიიპყრო ეპიზოდმა, სადაც პრინცესა დაიანა სამეფო ოპერის თეატრში ცეკვავს.

სერიალში დაიანას როლს მსახიობი ემა კორინი ასრულებს

როგორც გაირკვა, ლედი დის თეატრში მართლაც უცეკვია ყველასთვის მოულოდნელად და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაუმსახურებია, თუმცა ამ ისტორიის შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის.

1985 წლის დეკემბერში პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა სპექტაკლს დაესწრნენ. სპექტაკლის მიმდინარეობისას პრინცესამ ჩუმად დატოვა თავისი ადგილი. ის მოულოდნელად სცენაზე გამოჩნდა და მოცეკვავე უეინ სლიფთან ერთად იცეკვა. მათ ბილი ჟოელის Uptown Girl-ის თანხლებით იცეკვეს. ეს სიმღერა დაიანას არჩევანი იყო.

დარბაზში 2500 ადამიანი იყო, რომლებიც გაოცებულები უყურებდნენ პრინცესას. ადამიანები ისეთი გაოცებულები და აღტაცებულები ყოფილან, თითქოს არც სუნთქვადნენ.

სამწუხაროდ, დაიანას ამ ცეკვის ამსახველი ვიდეოჩაბაწერი არ არსებობს და მხოლოდ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოა შემორჩენილი.

პრინცესა დაიანას ბიოგრაფი, თინა ბრაუნი ამბობს, რომ ლედი დის ცეკვით აღფრთოვანებული იყო პრინცი ჩარლზიც, თუმცა ამავდროულად, იმედგაცრუებულიც, ამ ამბავზე საზოგადოება ბევრს საუბრობდა და ასეთი ქცევით "ხალხის პრინცესამ" სამეფო ეტიკეტის წესები დაარღვია.