ქაბანე (ქაბი) ლამე "ტიკტოკზე" გამომწერების რაოდენობის მიხედვით, რიგით მეორე პოპულარული ადამიანია. 2020 წელს, ქაბიმ, რომელიც ქარხანაში მუშაობდა, სამსახური დაკარგა და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პანდემიის გამო იტალიის პირველი "ლოქდაუნი".
ის დღეებს თავის 3 დედმამიშვილთან და მშობლებთან ერთად ატარებდა და პარალელურად, ახალი სამსახურის ძიებაში იყო. ერთ დღესაც, "ტიკტოკის" აპლიკაცია გადმოიწერა და საძინებელში დაიწყო ვიდეოების გადაღება.
ასე დაიწყო 21 წლის უმუშევარი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც დღეს მილიონერია და ისეთ ვარსკვლავებთან ჰქონია კოლაბორაცია, როგორებიცაა: ნაომი კემპბელი, გრეტა თუნბერგი და მისი კუმირი: უილ სმიტი.
ასევე, თანამშრომლობს "ნეტფლიქსთან" და სულ ახლახანს, Hugo Boss-თანაც კი დადო ხელშეკრულება.
თავდაპირველად, ქაბი ისეთივე ვიდეოებს იღებდა, როგორიც მრავლდაა "ტიკტოკზე": ცეკვავდა, ვიდეოთამაშებს უყურებდა და კომიკურ სკეტჩებს იღებდა. 2021 წლის დასაწყისში, მან დაიწყო ისეთი კადრების გადაღება, სადაც ჩანს, თუ როგორი რექციები აქვს სხვა ვიდეოების ყურებისას.
ის უბრალოდ მხრებს იჩეჩავდა და აღშფოთებული მზერით, სიტყვის უთქმელად იყურებოდა კამერაში.
ლამე სიტყვის უთქმელად გახდა პოპულარული. სწორედ ამგვარმა ვიდეოებმა შესძინა მას "ტიკტოკზე" 130 და "ინსტაგრამზე" 68 მილიონი გამომწერი.

@khaby.lame
Ig:@khaby00
♬ suono originale - Khabane lame

"ხრიკები, რომლებმაც მარტივი უნდა გახადოს ჩვენი ცხოვრება, იმდენად გართულებულად აქვს ზოგს წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, რომ მსურდა, მათში მეტი სიმარტივე შემეტანა.
მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ჩემი ვიდეოები გასაგები, საუკეთესო გამოსავალი კი ჩუმად ყოფნა იყო", - ყვება "ტიკტოკის" ვარსკვლავი.
ქაბი ლამეს წარმატების საიდუმლო მისი ექსპრესიული სახე და ყველასთვის გასაგები იუმორი გახდა: "შესაძლოა, ჩემი მიმიკებია სასაცილო ხალხისთვის, ასეთი მარტივი რამ ახალისებს ადამიანებს, ეს კი მე მაბედნიერებს".
მარკეტინგის აგენტი, ქრისტინა ფერაზი თვლის, რომ ქაბი ლამეს წარმატება, გარკვეულწილად, კოვიდის დამსახურებაცაა: "ხალხს სოც მედია რეალობისგან გასაქცევად და ერთმანეთთად დასაკავშირებლად სჭირდებოდა. ვერბალური კომუნიკაციის ნაკლებობა მათ იძულებულს ხდის, ყურადღება მხოლოდ ქაბის ქცევებზე მიმართოს, ამავდროულად, მის მიმიკებს არანაირი სხვა მნიშვნელობა, ან ქვეტექსტი არ აქვს, მარტივი და გასაგებია".

@khaby.lame Bro why you ruined a T-shirt ?👕😔It was so easy.... - Fratello perché hai rovinato una T-Shirt?👕😔#learnfromkhaby #LearnWithTikTok #ImparaConTikTok ♬ suono originale - Khabane lame

თავად ლამეს, არც პოპულარობა ადარდებს და არც გამომწერების რიცხვი: "არ მაინტერესებს ყველაზე მეტი გამომწერი მყავს თუ არა და არც ის, რომ პოპულარული ვარ. ვიდეოების გადაღება იმისთვის დავიწყე, რომ ლოქდაუნის პერიოდი სახალისო გამეხადა ადამიანებისთვის. ამავე იდეით ვაგრძელებ ახალი ვიდეოების გადაღებას. ჩემი მიღწევებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი", - ამბობს ლამე.
ლამე სენეგალში დაიბადა და 1 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯერ არ აქვს იტალიის მოქალაქეობა მიღებული, მაგრამ მოთხოვნა უკვე გაგზავნა და პასუხის მოლოდინშია.
მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი საერთო საცხოვრებელში გაატარა, იქაურობას უმადლის "ტიკტოკის" ვარსკვლავი იმას, რომ რასიზმის მსხვერპლი არასდროს ყოფილა: "აქ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთს ხშირად ვიცავდით ჩაგვრისგან. რასიზმის პრობლემა არასდროს ყოფილა."
მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ბიჭი ახლა მილიონერია, მაინც ინარჩუნებს თავმდაბლობას და როგორც თვითონ ამბობს, არც "გიჟურად" ფლანგავს ფულს: "ყველაზე ძვირიანი ნივთი, რაც ბოლო დროს ვიყიდე, iPhone 12-ია, ესეც იმისთვის, რომ უკეთესი ხარისხის ვიდეოები გადამეღო", - ამბობს "ტიკტოკის" ვარსკვლავი.
ამჟამად, ლამე ზაირა ნუჩიზეა დანიშნული. წყვილმა სიახლე "ინსტაგრამის" 2020 წლის ოქტომბერში გაუზიარა გულშემატკივარს.ლამეს ქონება ამჟამად 5 მლნ დოლარს შეადგენს.
წყარო: CNN
მოამზადა ანა სიბოშვილმა