ავტორი:

სახლის სრული დაზღვევა - სიმშვიდე 360°-ით ალდაგისგან

სახლის სრული დაზღვევა - სიმშვიდე 360°-ით ალდაგისგან

ალდაგში უკვე შესაძლებელია სახლი სრულად, 360 გრადუსით დააზღვიო. თუ ჯერ არ სარგებლობ პროდუქტით, ეს სტატია დაგეხმარება აღმოაჩინო, რა რისკებს აგინაზღაურებს ალდაგი სახლის მინიმალურ ფასად დაზღვევის შემთხვევაში.

რას ნიშნავს 360გრადუსიანი დაზღვევა?

360 გრადუსიანი დაზღვევა გულისხმობს მზაობას ყველანაირი დაზიანებისთვის, რომელიც სახლს შეიძლება დაუდგეს, მაგალითად:

● თუ შპალერის ან იატაკის გარდა, კედლები ან გაყვანილობა ზიანდება

● თუ გაქირავებულ ან ნაქირავებ ბინაში სადაზღვევო შემთხვევა დგება

● ან მაგალითად, დაზღვეული ბინიდან ჩასული წყლით მეზობლის ბინა დაზიანდა

● არც ავეჯის დაზიანებაა პრობლემა…

მოკლედ რომ ვთქვათ, 360 გრადუსიანი დაზღვევა არის კარკასიდან ტექნიკამდე ყველაფრის დაზღვევა

რით განსხვავდება პროდუქტი სხვა დაზღვევებისგან?

1. ბინის დაზღვევით თავისუფლდები სახლთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური პასუხისმგებლობისგან, რადგან დაზღვეულია მთელი სახლი - კარკასიდან ავეჯამდე.

გარდა ამისა,

2. პროდუქტს ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია - ანაზღაურების მაქსიმუმი ბინის საბაზრო ღირებულებაა, რაც პროდუქტის კიდევ ერთ უნიკალურობას წარმოადგენს: იმ შემთხვევაში, თუ 50 000 ლარად შეფასებული ბინა დაზიანდება, ალდაგი მზად იქნება ამ ბიუჯეტის ფარგლებში ნებისმიერი ოდენობის თანხა აანაზღაუროს.

რა რისკები იფარება?

სახლის სრული დაზღვევა ფარავს ისეთ გავრცელებულ რისკებს როგორიცაა: წყლის ჩაშვება, ხანძარი, ქურდობა და ვანდალიზმი. გარდა ამისა იფარება აფეთქების, მეხის დაცემის, მიწისძვრის შედეგად დამდგარი დაზიანებებიც.

რაც მთავარია, ყველა ჩამოთვლილი რისკი ვრცელდება სახლის კარკასზე, რემონტზე, ავეჯზე, ტექნიკასა და შიგთავსზე.

ვის შეუძლია პროდუქტით სარგებლობა?

ბინის მფლობელებს - საკუთრებაში მქონე ბინის დაზღვევა

ნებისმიერს, ვისაც მეზობელი ყავს - მეზობლობის დაზღვევით ანაზღაურდება შენი ბრალეულობით ბინის დატბორვა, ხანძარი და აფეთქება.

მათ, ვინც ბინას აქირავებს - დამატებით შესაძლებელია როგორც დამქირავებლის ჯანმრთელობის, ისე სახლში არსებული ინვენტარის დაზღვევა. გარდა ამისა, თუკი დამდგარი ზარალის დროს, მაგალითად, წყლის ჩამოსვლის გამო ბინის გაქირავება ვერ შეძელი, ამის ხარჯიც აგინაზღაურდება.

როგორ ანგარიშდება ყოველთვიური გადასახადი?

სადაზღვევო პრემია ანგარიშდება სახლის ასაკის, კვადრატულობის, შიგთავსის და მდგომარეობის მიხედვით.

როგორ შევიძინო დაზღვევა?

სახლის სრული დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მარტივად და სახლიდან გაუსვლელად - საიტზე.

R