ავტორი:

საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

საფრანგეთი დღეიდან კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ინფორმაციას "ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უქმდება ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, იხსნება საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ მატჩებსა და სხვა ღონისძიებებზე მაყურებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე, 16 თებერვლიდან იგეგმება ღამის კლუბების გახსნაც.

საფრანგეთში, გასული 7 დღის განმავლობაში დაინფიცირების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 322 256 შეადგინა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში დაინფიცირების 19.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან დაიღუპა 131 312 და გამოჯანმრთელდა 12 803 670 ადამიანი.