ავტორი:

იტალიური კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული მონიკა ვიტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიური კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული მონიკა ვიტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიური კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული მონიკა ვიტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მონიკა ვიტი ცნობილია თავისი მთავარი როლებით მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებიდან.

"მშვიდობით მონიკა, ნახვამდის იტალიური კინოს დედოფალო. დღეს მართლაც სევდიანი დღეა, რადგანაც უდიდესი ხელოვანი დავკარგეთ“, - აცხადებს იტალიის კულტურის მინისტრი, დარიო ფრანჩესკინი.

ვიტიმ საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა მოიპოვა 1960 წლის დრამით - L'Avventura.

მონიკა 1931 წლის 3 ნოემბერს, რომში დაიბადა. ადრეული წლებიდანვე გატაცებული იყო სამსახიობო ხელოვნებით და მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახის წევრებს დარდს თავისი მინი წარმოდგენებით უმსუბუქებდა.

მსახიობს ბოლო წლებში დემენცია სტანჯავდა და საჯარო სივრცეს ჩამოშორებული იყო.