ავტორი:

"საქართველო ალბათ, სხვაზე უკეთ გრძნობს, რა ხდება უკრაინაში... მივესალმებით თქვენი პარლამენტის მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას" - დმიტრო კულება

"საქართველო ალბათ, სხვაზე უკეთ გრძნობს, რა ხდება უკრაინაში... მივესალმებით თქვენი პარლამენტის მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას" - დმიტრო კულება

"საქართველო ალბათ, სხვაზე უკეთ გრძნობს, რა ხდება უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დიპლომატიური გზით სიტუაციის კონტროლის უზრუნველყოფისკენ. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს უკრაინაში ომის არდაშვებაში თავისი წვლილის შეტანა. რეზოლუციას მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელმოწერა აქვს და მას ოპოზიციური პარტიები არ შეერთებიან, რადგან დოკუმენტში უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ქმედებების ხაზგასმის გარეშე და თავად სიტყვა "რუსეთის" გამოყენების გარეშეა დაფიქსირებული.