ავტორი:

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად რამაზ გიგაურის წიგნების სერია „ადამიანი და ასტროლოგია“ რომელიც თქვენს ყველა კითხვას უპასუხებს

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად რამაზ გიგაურის წიგნების სერია „ადამიანი და ასტროლოგია“ რომელიც თქვენს ყველა კითხვას უპასუხებს

3 თებერვლიდან „პალიტრა L”-ის მკითხველს საინტერესო სიახლე ელის: ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით, საინტერესო ისტორიული ფაქტებისა და კვლევების მოძიებით შეადგინა 6 წიგნისგან შემდგარი სერია „ადამიანი და ასტროლოგია“, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებთან და ჩვენს ცხოვრებაზე კოსმოსის გავლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

სერია მოიცავს შემდეგ წიგნებს: „ზოგადი ასტროლოგია“; „სიყვარულის ასტროლოგია“; „საქმიანი, პროფესიული და ფინანსური ასტროლოგია“; „ჯანმრთელობისა და კარმული ასტროლოგია“; „საბავშვო ასტროლოგია“ და „აღმოსავლური ასტროლოგია“. ყველა მათგანში დეტალურად არის განხილული ასტროლოგიის კავშირები სხვადასხვა საკითხთან და ცხოვრებისეულ მოვლენასთან. ასევე, შეხვდებით საინტერესო პარალელებს, რომლებიც დაგაფიქრებთ და თვალსაწიერს გაგიფართოებთ.

სერიის წიგნები 3 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად იქნება წარმოდგენილი. წიგნის სპეციალური ფასია 5 ლარი, ჟურნალთან ერთად - 7 ლარი. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.