ავტორი:

"კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანია" - ჯანდაცვის სამინისტრო

"კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანია" - ჯანდაცვის სამინისტრო

კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანია, სიმპტომიანებისთვის კი - უფასო. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

რაც შეეხება "სწრაფი ტესტის“ ღირებულებას, აღნიშნულს კერძო სექტორი განსაზღვრავს. "სწრაფი ტესტის“ გაკეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, PCR-ის კი - საშუალოდ 50 ლარს შეადგენს.

გარდა აღნიშნული გამონაკლისისა, უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის "სწრაფი ტესტით“ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის "სწრაფი ტესტით“ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

ამასთან, საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის "სწრაფი ტესტით“.

ამ ეტაპზე, კორონავირუსზე ტესტირება 500-მდე დაწესებულებაშია შესაძლებელი.