ავტორი:

ჩეხეთში კოვიდ საშვების წარდგენის ვალდებულება უქმდება

ჩეხეთში კოვიდ საშვების წარდგენის ვალდებულება უქმდება

ჩეხეთში 9 თებერვლიდან, რესტორნებსა და გასართობ და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებებში კოვიდ საშვების წარდგენის ვალდებულება უქმდება და შესაბამისად, აღნიშნულ ადგილებში არავაქცინირებულ პირებსაც დაუშვებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

მისივე თქმით, 18 თებერვლიდან სკოლებსა და კომპანიებში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო აღარ იქნება.

ამასთან, ძალაში დარჩება ზომები, რომლებიც დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენებას და საჯარო ღონისძიებებზე დამსწრე ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ჩეხეთში, ბოლო პერიოდში დაინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 43 307 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ჯერჯერობით არ გაზრდილა.