ავტორი:

"რუსეთი ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების 30 000-მდე ჯარისკაცსა და თანამედროვე შეიარაღებას აგზავნის" - იენს სტოლტენბერგი

"რუსეთი ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების 30 000-მდე ჯარისკაცსა და თანამედროვე შეიარაღებას აგზავნის" - იენს სტოლტენბერგი

რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების 30 000-მდე ჯარისკაცისა და თანამედროვე შეიარაღების გადასროლას ახორციელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ბელარუსში სპეციალური ოპერაციების ძალებს, SU-35 ტიპის გამანადგურებლებს, „ისკანდერის“ რაკეტებსა და S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის.

„ეს ყველაფერი რუსეთის ბირთვული ძალების ყოველწლიურ სწავლებასთან იქნება გაერთიანებული“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.