ავტორი:

"გარეთ საშინელი სურათი დაგვხვდა - ნოდარი მანქანასთან ეგდო" - გარდაბანში, ქორწილში მომხდარი სასტიკი ძალადობის დეტალები

"გარეთ საშინელი სურათი დაგვხვდა - ნოდარი მანქანასთან ეგდო" - გარდაბანში, ქორწილში მომხდარი სასტიკი ძალადობის დეტალები

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გარდაბანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ქორწილში ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ერთი ოჯახის ოთხ წევრს სასტიკად გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ამასთანავე, როგორც "ტვ პირველი" იუწყება, სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები, რომლებმაც ნოდარ მამედოვსა და მის 30 წლის ძმიშვილზე, ისრაელ მამედოვზე იძალადეს, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

"სახლში გვქონდა სუფრა გაშლილი აღვნიშნავდით შვილის ქორწილს. გვიან გავიგეთ ხმა ჩხუბის, გამოვედით და აქ, ამ ადგილას ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა. ნოდარი მანქანასთან ეგდო. ვინ ჩააგდო ამ მდგომარეობაში მართლა არ ვიცით. უამრავი ადამიანი იყო ქორწილში, ახალგაზრდები გარდაბანიდანაც იყვნენ ჩამოსულები. პოლიციამ წაიღო ქორწილის ვიდეომასალა და იქ კარგად ჩანს ყველა", - აცხადებს სიძის ოჯახი.

დაშავებულთა ახლობლები "პირველებთან" ყვებიან, რომ ერთ-ერთის მეუღლეს გარდაბნის პოლიცია დაუკავშირდა და უკამყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მათ გაავრცელეს ინფორმაცია ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.