ავტორი:

რატომ ჩაატარა სუს-მა გორის კულტურის სახლში საგამოძიებო მოქმედებები

რატომ ჩაატარა სუს-მა გორის კულტურის სახლში საგამოძიებო მოქმედებები

გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ბიტკოინს და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სავარაუდოდ აღმოჩენილ მაინერებს შეეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

"გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“, - განმარტავენ სუს-ში.