მსახიობმა ბრაიან კოქსმა გამოცემა Vanity Fair-თან თავის კარიერაზე ისაუბრა და განვლილი ცხოვრებიდან სხვადასხვა მომენტები გაიხსენა. მედიის ყურადღება კი ინტერვიუს იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც ბრაიანმა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრედ პიტის შესახებ ისაუბრა.
პიტი და კოქსი ფილმ "ტროაში" ერთად თამაშობდნენ, სადაც კოქსს აგამემნონის როლი ჰქონდა. მსახიობმა სწორედ ამ ფილმის გადაღებები გაიხსენა და თქვა, რომ მასზე პიტმა, მისმა გარეგნობამ და იმ ფაქტმა, თუ როგორ ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
კოქსის თქმით, შესანიშნავ სამსახიობო შემადგენლობასთან ერთად უწევდა მუშაობა, მათ შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი, ერიკ ბანა, ბრენდან გლისონი, დაიან კრიუგერი და სხვები. ამით კი საოცარი გამოცდილება მიიღო.
კოქსმა გაიხსენა, რომ მთავარი როლის შემსრულებლის, ბრედ პიტის გადასაღებ მოედანზე გამოჩენით ის გაოგნებული იყო.
"უბრალოდ, ვგიჟდებოდი ბრედზე, ასეთი ეპოსური კოსტიუმებით მანამდე ნანახი არ მყავდა. როცა გადასაღებ მოედანზე პირველად დავინახე, ყბა ჩამომივარდა, რადგან საოცრად ლამაზი იყო.
ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი განსაცვიფრებელია“, - ამბობს კოქსი.
წყარო:people.com