ავტორი:

განახლებული Hyundai Santa Fe –საოჯახო SUV განვითარების ახალ საფეხურზე

განახლებული Hyundai Santa Fe –საოჯახო SUV განვითარების ახალ საფეხურზე

Hyundai Santa Fe ერთ-ერთი გამორჩეული SUV-ია, განსაკუთრებით კი საოჯახო მოგზაურობებისა და თავგადასავლებისთვის. ავტომობილმა საკუთარი პოზიცია განახლებული 2021 წლის მეოთხე თაობის მოდელით კიდევ უფრო განამტკიცა. ''ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში ავტომობილი ბენზინისა და დიზელის ძრავებით არის წარმოდგენილი და შეძენის შემთხვევაში, ისევე როგორც ჰიუნდაის სხვა ავტომობილებზე,მოქმედებს 5 წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით.

2021 წლის განახლების შედეგად Santa Fe-მ მიიღო ახალი დიზაინი, ინტერიერი, პლატფორმა და ელექტრიფიცირებული ამძრავები. განახლების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ავტომობილის მართვადობა - Santa Fe გამოირჩევა უფრო სწრაფი მანევრულობით, ამასთან, სრულიად ახალ საფეხურზეა ხმის იზოლაცია და ხმაურის ჩახშობის სისტემაც, კიდევ უფრო მდგრადი და მყარია ავტომობილის შასი. ამ ყველა განახლებითა და მახასიათებლებით Santa –Fe სრულად ერგება ნებისმიერი ოჯახის საჭიროებებს.

მნიშვნელოვანი განახლებებია Santa Fe-ს ექსტერიერის დიზაინში.

მეოთხე თაობის სანტა ფე-ში წინა მოდელთან შედარებით გაიზარდა და მასიური გახდა რადიატორის ცხაურა (გრილი),რომელიც ავტომობილის წინა ნაწილის დაახლოებით ორ მესამედს მოიცავს. ცხაურის დიზაინს აგრძელებს ორ ნაწილად გაყოფილი მთავარი, ოთხკუთხედი ფორმის მაშუქები. ოდნავ დაწვრილებულია დღის განათების ფარები, განათების ელემენტებს კი T-ს ფორმა აქვს.

უფრო ქვემოთაა პოზიციონირებული უკანა მხარის მაშუქებიც, რომელმაც სრული LED-განათება და გრაფიკა მიიღო. ორივე მაშუქი ერთმანეთთან წითელი რეფლექტორული განათების ხაზითაა დაკავშირებული.

უფრო მასიური გახდა ახალი Santa Fe-ს წინა და უკანა ბამპერებიც, რომლებსაც მქრქალ ვერცხლისფერში გადაწყვეტილი დეკორატიული ელემენტები აქვს.

ინტერიერი

ახალ სანტა ფეში გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ნაცვლად თანამედროვე ღილაკებზე აწყობილი სისტემა გვხვდება. აქვეა სვლის რეჟიმების ასარჩევი დასატრიალებელი სელექტორი, კლიმატკონტროლის მართვის პანელი,დიდი სათავსო, რომელიც სმარტფონების უსადენო დამუხტვის ფუნქციით გამოირჩევა.

ავტომობილის სალონში გაუმჯობესდა ქსოვილი, განახლდა მულტიმედია და მაჩვენებლების დაფა.

სალონის უკანა ნაწილში გაზრდილია სავარძლისწინა სივრცე, ანუ, ფეხის დასადები ადგილი, რაც ახალი პლატფორმის დამსახურებაა და Santa Fe-ს სალონის უკანა ნაწილში კლასში ყველაზე დიდი სავარძლისწინა სივრცე აქვს.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 10.25 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
  • 12.3 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
  • სწრაფი უსადენო დამტენებით.
  • Apple Carplay-სა და Android Auto უკაბელო მხარდაჭერით;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერებით;
  • პანორამული ჭერით;

უსაფრთხოება

Santa Fe-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • სავალი ზედაპირის შერჩევის რეჟიმი - თოვლზე, ტალახსა და ქვიშაზე;
  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად-ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა ;
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ;
  • მოხვევისას წინიდან შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა

Santa Fe ბენზინის ორი და დიზელის ერთი ძრავით იწარმოება.

„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში წარმოდგენილია:

● Hyundai Santa Fe დიზელი: 2,2-ლიტრიანი-ტურბოდიზელი; სიმძლავრე: 202 ცხენის ძალა; მაბრუნი მომენტი: 450 ნმ.

● Hyundai Santa Fe 2,5-ლიტრიანი ბენზინი, სიმძლავრე: 180 ცხენის ძალა; მაბრუნი მომენტი: 232 ნმ.

Santa Fe-ს ისტორიაში პირველად იწარმოება პრემიუმ კომპლექტაცია Calligraphy, რომელიც მოიცავს ექსკლუზიურ 20-დუიმიან დისკებს, რადიატორის მუქ ქრომირებულ ცხაურას, Napa-ს ტყავს, ალკანტარას დეტალიზაციას სალონში, დისტანციურ პარკირებას და ა.შ.

Santa Fe-ს შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში შეგიძლიათ. ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge

R