ავტორი:

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პროკურატურის მიერ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.

დავით კირკიტაძის თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან მათი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.

"ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისთვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისთვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა - ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა. დღეს, 15:30 საათზე უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში. რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას, რაც მათ ეკუთნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას”, - წერს კირკიტაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.