ავტორი:

"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა

"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა

"თაღლითი რომეო" - საიმონ ლევიევი 31 წლის მდიდარი მამაკაცია, რომელიც "ლამბორჯინს" ფლობს, კერძო თვითმფრინავით დაფრინავს და იახტაზეც ატარებს დროს. იტყუება, რომ ბრილიანტებით მოვაჭრეა, სოციალურ მედიაში ატვირთულ ფოტოებზე მდიდრულ გარემოში, დიზაინერების ტანსაცმელში გამოწყობილი პოზირებს.

საქმე ისაა, რომ ლევიევი თაღლითობის გზით გამდიდრდა: უამრავი ქალი ჰყავს მოტყუებული და სწორედ მათთვის გამორთმეული ფულით გახდა მდიდარი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი თაღლითობის ამბავი მთელს ევროპაშია ცნობილი, ეს ხელს დიდად არ უშლის. ახლა ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელიც ისრაელიდანაა და მოდელია.

თაღლითობის გამო გარკვეული პერიოდი პატიმრობაშიც კი იყო, ციხიდან ახლახანს გამოვიდა და სოციალურ ქსელშიც კვლავ დაიწყო აქტიურობა.

ლევიევის თაღლითობის ამბებმა "ნეტფლიქსის" ყურამდეც მიაღწია და მის "საგმირო" საქმეებს დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს. შოუში ლევიევის სამმა მსხვერპლმა გულახდილად ილაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე და როგორ ნანობდნენ ჯერ მასთან შეხვედრაზე დათანხმებას და შემდგომ მის ტყუილებზე წამოგებას.

ლევიევი გაცნობის საიტ "თინდერის" პროფილით ირწმუნებოდა, რომ ბრილიანტით მოვაჭრეა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ფული, რომელსაც პაემნებზე ხარჯავდა, რეალურად, თაღლითური გზებით, სხვა ქალებისთვის ჰქონდა გამორთმეული.

როცა ის მსხვერპლს იპოვიდა, ატყუებდა, რომ საფრთხის ქვეშ იყო, ან ეუბნებოდა, რომ ძალაუფლების მქონე მტრებმა საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მსხვერპლი ქალები მის დასახსნელად, წლების განმავლობაში დაგროვებულ თანხებს იმეტებდნენ, ან საბანკო სესხს იღებდნენ.

საერთო ჯამში, მას დაახლოებით 7.4 მილიონი ფუნტი აქვს ქალებისთვის დაცინცლული.

მისი ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუტია. მსხვერპლ ქალებს სჯეროდათ, რომ ის რუს-ებრაელი ძვირფასი ქვის მაგნატის, ლევ ლევიევის ვაჟი იყო, როცა სინამდვილეში მასთან არაფერი აკავშირებდა. ერთ-ერთი მსხვერპლის, სესილი ფიელოის თქმით, მას ფსიქიატრიულში მოუწია მოხვედრა მას შემდეგ, რაც თაღლითმა 185 000 ფუნტის თანხა გამოსტყუა.

პირველი პაემნიდან სულ რაღაც 13 კვირის შემდეგ, სესილის მიცემული 185 000 ფუნტი სტერლინგი, ლევიევმა სასტუმროებში, ძვირადღირებულ რესტორნებსა და პირველი კლასით მოგზაურობაში დახარჯა.

მეორე ქალი, აილინ შარლოტია და ის ყვება, რომ ლევიევთან 1 წელზე ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, გაზეთიდან შეიტყო, რომ ის თაღლითია და მთელ ევროპაში ჰყავს მოტყუებული ქალები. ამიტომაც მან გადაწყვიტა თვითონვე დაეცინცლა ლევიევისთვის ფული და მისი ძვირადღირებული ტანსაცმელები გაყიდა.

სწორედ აილინი დაეხმარა პოლიციას ლევიევის მოძებნაში. ის საბერძნეთის აეროპორტში ყალბი პასპორტის გამოყენებისას დააკავეს, საიდანაც ისრაელში ექსტრადირება განხორციელდა.

კაცმა 15-თვიანი სასჯელი მოიხადა. გაირკვა, რომ ის შვედეთის ციხეშიც ყოფილა 2 წლის განმავლობაში ისევ თაღლითობის ბრალდებით.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა