ავტორი:

"ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს" - გიული ალასანია

"ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს" - გიული ალასანია

"ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას, რის შემდეგაც საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ამაზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მასთან პირადი ექიმის შეშვებაც ვერ ხერხდება.

"ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვენახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს. შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.