ავტორი:

"ვისურვებ, რომ ამ ცეცხლმა ადამიანებს იმედი მოუტანოს" - მეჩირაღდნე ტედროს ადანომ გებრეისუსი პეკინის ოლიმპიადაზე

"ვისურვებ, რომ ამ ცეცხლმა ადამიანებს იმედი მოუტანოს" - მეჩირაღდნე ტედროს ადანომ გებრეისუსი პეკინის ოლიმპიადაზე

პეკინში დღეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება. გახსნის ცერემონიაზე კი ერთ-ერთი მეჩირაღდნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი იყო.

ტედროსი სოციალურ ქსელში თვითონვე აქვეყნებს აღნიშნულის ამსახველ ფოტოს და იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში მომავლის იმედი დაუბრუნდებათ.

"ოლიმპიური თამაშები იმედზეა და ვისურვებდი, რომ ამ ცეცხლმა ადამიანებს მთელ დედამიწაზე იმედი მოუტანოს, იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას.

მადლობა ოლიმპიადის გუნდს ჩემი მოწვევისა და მასპინძლობისთვის“, - წერს ჯანმოს ხელმძღვანელი.