ავტორი:

"რუსეთმა აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა - მან ეს სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენოს" - ჯენ ფსაკი

"რუსეთმა აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა - მან ეს სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენოს" - ჯენ ფსაკი

რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

ფსაკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები აჩვენებს, როგორია მათი ტაქტიკა და რისი გაკეთების უნარი აქვთ.

„მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყალბი განცხადება - მან შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ცრუ საბაბი გამოიყენოს.

„ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ვნახეთ, რომ ისინი წარსულში ბევრჯერ იყენებდნენ ცრუ საბაბს ოპერაციების განსახორციელებლად და დაბნეულობას - სამხედრო მოქმედებების დასაწყებად,“- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.