ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია მართვით სუნთქვაზე - ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისშია

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია მართვით სუნთქვაზე - ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისშია

ამ დროისთვის ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 1 151 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 278 პაციენტი იმყოფება.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა.