რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.